Accessibility links

logo-print

ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტს იწყებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი


9 სექტემბრიდან ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტს იწყებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თინა ხიდაშელი პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის თავდაცვის მინისტრებს და კვლევითი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება და ვიზიტს დიდი ბრიტანეთში დაასრულებს მაღალი დონის შეხვედრებით. ვიზიტის მიზანი ნატოს მომავალ, ვარშავის სამიტზე ერთიანი ევროპული მხარდაჭერის მოპოვება და გაძლიერებაა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, ევროპელ კოლეგებთან შეხვედრებისას თინა ხიდაშელი შემდგომი თანამშრომლობისა და საქართველოსთავდაცვისუნარიანობის ამაღლების საკითხებსაც განიხილავს.

XS
SM
MD
LG