Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს დროებითი ანტიკორუფციული კომისიის შექმნას


საქართველოს პარლამენტში დროებითი ანტიკორუფციული კომისიის შექმნას მოითხოვს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა." მისი წევრის, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის ირმა ნადირაშვილის შეფასებით, საქართველოში სისტემური კორუფციაა, რომელშიც ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო უწყება. „ეს იმართება პირდაპირ ბიძინა ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ოჯახისგან“, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ირმა ნადირაშვილმა. მისივე თქმით, პროკურატურა და შსს კორუფციის ფაქტებს ვერ გამოიძიებენ, რადგან თავადაც ამ სისტემის მონაწილენი არიან, ამიტომ საპარლამენტო უმცირესობა ბიუროს სხდომაზე დასვამს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, კორუფციის ფაქტები იკვეთება ბათუმის პორტის ხელოვნურად გაკოტრებაში, სოფლის მეურნეობის პროგრამებში ბიძინა ივანიშვილის ნათესავის უჩა მამაცაშვილის მონაწილეობასა და რაჭაში უნიკალური ხე-ტყის მოჭრაში.

XS
SM
MD
LG