Accessibility links

logo-print

საქსტატი: გაზრდილია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა


ოფიციალური სტატისტიკით, 2015 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 81%-ითაა გაზრდილი წინა წლის ანალოგიური პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელთან შედარებით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 355 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. შარშან მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 196 მილიონი დოლარი იყო. „საქსტატის“ ცნობითვე, 2015 წლის მე-2 კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სიაში პირველ ადგილზე 45%-ით აზერბაიჯანია, მეორეზე - ნიდერლანდი 19%-ით და მესამეზე - თურქეთი 12%-ით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტი, 207 მილიონი ამერიკული დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში ჩაიდო. მეორე ადგილზე საფინანსო სექტორია 41 მილიონი დოლარით და მესამეზე დამამუშავებელი მრეწველობა, სადაც 30 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

XS
SM
MD
LG