Accessibility links

ლავროვმა და კერიმ სირიის კონფლიქტის თაობაზე იმსჯელეს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სირიის კონფლიქტის თაობაზე იმსჯელეს იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონი შეშფოთებულია ომში ჩაფლულ ქვეყანაში რუსეთის სამხედრო დახმარების ზრდით. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით ორი ქვეყნის წარმომადგენელმა 9 სექტემბერს ისაუბრეს ტელეფონით „სირიის კონფლიქტის მოწესრიგების პრობლემებსა“ და „რუსეთ-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტებზე. აშშ-ის ხელისუფლებამ 8 სექტემბერს განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სირიაში სამი რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩაფრინდა.

XS
SM
MD
LG