Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანიამ გერმანიასთან სარკინიგზო მიმოსვლა შეაჩერა


დანიის პოლიციის განკარგულებით, 9 სექტემბერს ლტოლვილთა დიდი ნაკადის გამო შეჩერდა სარკინიგზო მიმოსვლა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც 200-მდე ლტოლვილმა, რომელთა უმრავლესობა სირიელია, უარი განაცხადა ვაგონების დატოვებაზე და დანიაში რეგისტრაციაზე. ისინი ითხოვდნენ შვედეთში გამგზავრებას. რამდენიმე ასეული ლტოლვილი, რომელიც დანიაში გერმანიიდან ჩავიდა ბოლო დღეების განმავლობაში, შვედეთის მიმართულებით ფეხით გაემართა. ლტოლვილები შიშობენ, რომ დანიაში რეგისტრაციის შემთხვევაში ვერ მოხვდებიან შვედეთში, სადაც დანიასთან შედარებით უფრო რბილი სამიგრაციო პოლიტიკა მოქმედებს.

XS
SM
MD
LG