Accessibility links

საკონსტიტუციო სასამართლო საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს


დღეს ბათუმში იმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „საკონსტიტუციო სასამართლოებისა და რელევანტური ინსტიტუტების მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების გამოყენება, გამოწვევები დიალოგისთვის.“ კონფერენციას 40 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან. სტუმართა შორის არიან საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები, ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტები და წევრები და ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საერთაშორისო კონფერენციას მართავს ევროკავშირის პროექტის, „საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერის“, ფარგლებში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2014 წლიდან სამი წლის ვადით არის ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის თავმჯდომარე. კონფერენციის ფარგლებში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები მე-17 კონგრესის მოსამზადებელ სამუშაოებზეც იმსჯელებენ.

XS
SM
MD
LG