Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს


თურქეთის რესპუბლიკაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, თურქეთში საქართველოს საელჩო მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამოიჩინონ სიფრთხილე და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე, ნომერზე + 905336903040. საელჩო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, თურქეთში მგზავრობის ან იქ ყოფნის პერიოდში გაითვალისწინონ თურქეთის შესაბამისი სამსახურების მიერ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული გაფრთხილებები. 9 სექტემბერს ნაციონალისტები ქურთების მხარდამჭერი პარტიის ოფისებს დაესხნენ თავს მას შემდეგ, რაც ქურთმა მებრძოლებმა 14 სამართალდამცავი მოკლეს. შეტაკებები მოხდა თურქეთის საკურორტო ქალაქ ალანიაში, სადაც რამდენიმე რესტორანსა და ღამის კლუბს გაუჩნდა ცეცხლი. მთლიანად დაიწვა კლუბი „ლას-ვეგასი“.

XS
SM
MD
LG