Accessibility links

logo-print

ჩეხი მინისტრი აკრიტიკებს ლტოლვილთა პრობლემისადმი ნატოს მიდგომას


ნატოს არ ადარდებს ლტოლვილები და ამ მიმართულებით ალიანსი გამორჩენის პრინციპით მოქმედებსო, - განაცხადა ჩეხეთის ვიცეპრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა ჩეხეთის ახალი ამბების სააგენტო CTK-სთან საუბარში. ბაბიშმა ხუთშაბათს მოუწოდა ნატოს, რომ დაიწყოს საზღვაო ოპერაცია ხმელთაშუა ზღვაში, რათა ჩაძიროს მიგრანტთა უკანონოდ გადაყვანის ორგანიზატორთა კუთვნილი ცარიელი გემები და უზრუნველყოს თურქეთის საზღვრების დაცვა. „თუ ნატო ვერ მოახერხებს კონტრაბანდისტებთან გამკლავებას, მაშინ ამას ევროპის წევრი ქვეყნების არმიები გააკეთებენო“, - განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის ვიცეპრემიერმა ანდრეი ბაბიშმა, რომელიც სხვა ჩეხ პოლიტიკოსებთან ერთად პრაღაში მყოფ ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა. ბაბიშის მოსაზრებას არ იზიარებს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ბოჰუსლავ სობოტკა, რომელმაც ჩეხეთში მყოფ ნატოს გენერალურ-მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატოს ამოცანა არ არის მიგრანტთა ნაკადების გაკონტროლება.

XS
SM
MD
LG