Accessibility links

logo-print

უნგრეთის არმია მზად არის სერბიასთან საზღვრის დასაცავად


უნგრეთი აცხადებს, რომ მისი არმია მობილიზებულია და ემზადება სახელმწიფო საზღვრის შესაძლო დასაცავად მას შემდეგ, რაც მიგრანტთა ნაკადმა გაარღვია პოლიციელთა კორდონები სერბიის საზღვართან მდებარე როზსკეს დასახლებაში. ამ არეალში თავშეყრილია 2500-ზე მეტი მიგრანტი, მათ შორის 455 ბავშვი, რომლებიც ხელისუფლებისაგან რეგისტრაციას ელოდებიან. მიგრანტთა უმრავლესობა სირიიდან, ავღანეთიდან და პაკისტანიდან ლტოლვილები არიან. სახელწოდებით „გადამჭრელი ქმედება“ უნგრეთის არმიამ დაიწყო სწავლება, რაც სასაზღვრო ამოცანების შესრულების უნარების შესწავლას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი სექტემბრის ბოლოს მხარს დაუჭერს შესაბამის გადაწყვეტილებას.

XS
SM
MD
LG