Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნემცოვი და სავჩენკო სახაროვის ჯილდოს პრეტენდენტები არიან


თებერვალში მოკლული რუსი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი და რუსეთის ციხეში მყოფი უკრაინელ მფრინავი ქალი, უკრაინის პარლამეტის წევრი ნადია სავჩენკო 2015 წლის სახაროვის ჯილდოს პრეტენდენტები არიან. 50 ათასი ევროს ფულადი ჯილდო, რომელიც ევროპის პარლამენტმა 1988 წელს დაარსა, ყოველწლიურად ენიჭებათ ცალკეულ პირებსა და ჯგუფებს, რომლებიც საკუთარ ცხოვრებას ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის ბრძოლას უძღვნიან. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი, რომელიც ხმამაღლა აკრიტიკებდა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს, - 2015 წლის თებერვალში მოკლეს მოსკოვში. უკრაინელი მფრინავი ქალი ნადია სავჩენკო კი ბრალდებულია ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობის თანამონაწილეობაში. 2015 წლის სახაროვის ჯილდოს პრეტენდენტთა შორის არიან მამხილებელი ედვარდ სნოუდენი, არაბი ბლოგერი რაიფ ბადავი და სომალელი აქტივისტი ედნა ადან ისმაილი.

XS
SM
MD
LG