Accessibility links

logo-print

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები აგრძელებს ბრძოლას ევროპის ჩემპიონატზე


საქართველოს ვაჟთა საკალათბურთო ნაკრებმა ანგარიშით 71:58 სძლია ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყნის, ხორვატიის ეროვნულ გუნდს. ამით საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა ქვეჯგუფიდან გასვლის და ევროპის 16 საუკეთესო ეროვნულ ნაკრებს შორის ასპარეზობის უფლება. 13 სექტემბერს, მერვედფინალში, საქართველოს კალათბურთელთა მეტოქე იქნება ლიტვის ნაკრები. ეს მატჩი საფრანგეთის ქალაქ ლილში გაიმართება.

XS
SM
MD
LG