Accessibility links

ბელორუსიის არჩევნებზე ლუკაშენკოს გარდა ბიულეტენზე სამი კანდიდატურა იქნება


ბელორუსიის საარჩევნო სტრუქტურების წარმომადგენლებმა ოთხი კანდიდატი გაატარეს რეგისტრაციაში 11 ოქტომბრისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც, ფართოდ გავრცელებული ვარაუდით, კიდევ ერთ ვადას მოუტანს ავტორიტარ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს. 10 სექტემბერს რეგისტრაციის გავლის ბოლო დღე იყო. სხვა კანდიდატებს შორის არიან პრეზიდენტობის პირველი ქალი კანდიდატი, ტატიანა კარატკევიჩი, რომელიც აქტივისტია ოპოზიციური მოძრაობისა „თქვი სიმართლე“. კარატკევიჩმა საარჩევნო კომისიას მოუწოდა არ გაატარონ რეგისტრაციაში ლუკაშენკო, რომელიც 1994 წლიდანაა ხელისუფლებაში. „ის ალბათ უკვე დაღლილია და პენსიაზე სჭირდება გასვლაო“, განაცხადა კარატკევიჩმა. ოპოზიციის კანდიდატი არ იზიარებს მთავრობის სხვა ოპონენტების მოწოდებებს კანდიდატურის მოხსნის და არათავისუფალი და არასამართლიანი არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების თაობაზე და აცხადებს, რომ კამპანიას გააგრძელებს, რათა „ლუკაშენკოს ხელი არ შეუწყოს კიდევ ერთი ვადის მოპოვებაში“. კომისიის შენობის დატოვებისას კარატკევიჩს მხარდამჭერთა ჯგუფი შეეგება.

XS
SM
MD
LG