Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ცნობილი ჩეხი დისიდენტი რადიმ პალოუში


90 წლის ასაკში გარდაიცვალა ყოფილი ჩეხოსლოვაკი დისიდენტი და ფილოსოფოსი რადიმ პალოუში. ლიბერალური პოლიტიკური მსოფლმხედველობის გამო პალოუში ჯერ 1950 წელს, შემდეგ კი საბჭოთა ანექსიის შემდეგ 1968 წელს იმყოფებოდა პატიმრობაში. პალოუში იყო უფლებათადამცველი ორგანიზაციის „ქარტია 77“ ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური მმართველობის პერიოდში აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდა „სამიზდატის“ სახელით ცნობილ იატაკქვეშა გამოცემაში. 1982-83 წლებში რადიმ პალოუში მოძრაობა „ქარტია 77“-ის ოფიციალური წარმომადგენელი იყო. კომუნიზმის დაცემის შემდეგ, 1989 წელს იგი პრაღის კარლოსის უნივერსიტეტის რექტორი გახდა.

XS
SM
MD
LG