Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის დაზვერვის პროგნოზით სირიასა და ერაყს დაშლა ემუქრებათ


აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელმა 10 სექტემბერს კიდევ ერთხელ გაიმეორა დაკვირვება, რომ მიმდინარე ომებისა და რელიგიური შუღლის გამო ერაყი და სირია სავარაუდოდ დროთა განმავლობაში დაიშლებიან და ვერ შეინარჩუნებენ სახელმწიფოებრიობას. 10 სექტემბერს ვაშინგტონში მიმდინარე „მრეწველობის კონფერენციაზე“ სიტყვით გამოსვლის დროს, აშშ-ის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტ ვინსენტ სტიუარტმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ერაყი სამ სხვადასხვა - ქურთების, სუნიტებისა და შიიტების რეგიონებად დაიშლება. მისმა ასეთმა პროგნოზმა ადრეულ ზაფხულში ერაყის პრემიერ-მინისტრის გულისწყომა გამოიწვია.

XS
SM
MD
LG