Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო: 2015 წლის ბოლოსთვის სამშვიდო შეთანხმება უნდა შესრულდეს


უკრაინის პრეზიდენტი პეტრი პოროშენკო გადაჭრით აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის თაობაზე მინსკში მიღწეული შეთანხმება წლის ბლოსათვის სრულად უნდა შევიდეს ძალაში. „შეთანხმების განხორციელების პროცესი 2015 წლის ბოლოსათვის უნდა დასრულდეს და აღარ უნდა გადაიდოს“, - განაცხადა 11 სექტემბერს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა, რომელმაც დასძინა, რომ შესაბამის ინსტრუქცია უკვე მიიღო მისმა პირადმა წარმომადგენელმა მინსკის მოლაპარაკებებში, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ.

XS
SM
MD
LG