Accessibility links

logo-print

აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის წლისთავი აღინიშნება


ათეულათასობით ადამიანს ელოდებიან ნიუ-იორკში „გრაუნდ ზეროს“ კომპლექსის წინ, სადაც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მეთოთხმეტე წლისთავი აღნიშნება. ცერემონია დაიწყება ზარების შემოკვრით და იმ 3000 ადამიანის სახელების ამოკითხვით, რომლებიც ალ ყაიდის ტერორისტთა მიერ გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავებით მოწყობილ იერიშს ემსხვერპლა. 2001 წლის 11 სექტემბერს ორი თვითმფრინავი შეეჯახა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს ნიუ-იორკში. კიდევ ერთი ვაშინგტონში პენტაგონის შენობას დაეჯახა. მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი კი პენსილვანიაში ჩამოვარდა მას შემდეგ, რაც მგზავრებმა გააუვნებელყვეს ტერორისტები.

XS
SM
MD
LG