Accessibility links

logo-print

აშშ-ის სენატმა ვერ შეძლო დაებლოკა ბირთვული შეთანხმება ირანთან


აშშ-ის სენატმა ხუთშაბათს ვერ შეძლო დაებლოკა ბირთვული შეთანხმება ირანთან. ამ კენჭისყრამ საბოლოოდ აჩვენა, რომ კონგრესი ვერ შეძლებს, უარყოს შეთანხმება ირანთან, რომელსაც აშშ-მა და კიდევ ხუთმა სახელმწიფომ მოაწერეს ხელი: „სენატმა გადადგა ისტორიული ნაბიჯი გრძელვადიანი, ყოვლისმომცველი რეზოლუციის მხარდასაჭერად, რომლის მიზანიცაა, არ დაუშვას ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა“, - ნათქვამია ბარაკ ობამას განცხადებაში, რომელიც მან კენჭისყრის დასრულების შემდეგ გააკეთა. სენატში უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა მიჩ მაკონელმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელები არ მისცემენ უფლებას დემოკრატებს, გაექცნენ სახალხო პასუხისმგებლობას და მხარი დაუჭირონ ამერიკელებში ესოდენ არაპოპულარულ შეთანხმებას ირანთან. სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, აშშ-ის ზრდასრული მოქალაქეების მხოლოდ 21% უჭერს მხარს ირანთან ბირთვულ შეთანხმებას. მოსახლეობის ნახევარი ამ შეთანხმების წინააღმდეგია. მათი რიცხვი ხუთი პროცენტითაა გაზრდილი ივლისის შემდეგ. სენატში რესპუბლიკელთა ფრაქციის ყველა წევრი ირანთან შეთანხმების წინააღმდეგია. მათ ემხრობა ოთხი დემოკრატი.

XS
SM
MD
LG