Accessibility links

logo-print

იაპონიაში ძლიერი წვიმის შედეგად 22 ადამიანი ითვლება დაკარგულად


იაპონიის ქალაქ ძიოსოში 22 ადამიანი ითვლება დაკარგულად ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო. ქალაქი, რომელიც იბარაკის პრეფექტურაში მდებარეობს, ყველაზე მეტად დააზარალა ძლიერმა ოთხდღიანმა წვიმამ. ქალაქი ძიოსო თითქმის მთლიანად დაფარა წყალმა, რაც მდინარე კინუგავას ადიდებამ გამოიწვია. მდინარის ერთ-ერთმა ნაპირსამაგრმა ვერ გაუძლო წყლის ძლიერ ნაკადს, რომელმაც ქალაქის 32 კვადრატული კილომეტრი დაფარა. იბარაკის პრეფექტურაში ათობით ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლები. მდინარის ადიდებამ ზიანი მიაყენა 22 ათასამდე ადამიანს, რომელთა სახლები მთლიანად გაანადგურა წყალდიდობამ.

XS
SM
MD
LG