Accessibility links

logo-print

დემოკრატებმა სენატში ჩააგდეს პირველი კენჭისყრა ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე


აშშ-ის სენატში პირველ კენჭისყრაზე ჩავარდა რეზოლუცია, რომელიც ეწინააღმდეგება ირანის ბირთვულ პროგრამაზე საერთაშორისო შეთანხმების ამოქმედებას. რესპუბლიკელთა მიერ მომზადებულ დოკუმენტს 60 მხარდამჭერი სჭირდებოდა, მაშინ როცა 10 სექტემბრის კენჭისყრაზე რეზოლუციას ორით ნაკლებმა, 58-მა სენატორმა მისცა ხმა. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უკვე უწოდა სენატის გადაწყვეტილებას „დიპლომატიის გამარჯვება, რომელიც უფრო უსაფრთხოს და დაცულს გახდის როგორც ამერიკას, ისე მთელ მსოფლიოს.“ თუმცა რეზოლუციის ავტორები, სენატის რესპუბლიკური უმრავლესობა, არ აღიარებენ დამარცხებას და აცხადებენ, რომ ისინი 17 სექტემბერს კვლავ გამართავენ დებატებს ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე ხელმოწერილ შეთანხმებაზე, რაც ძალაში შესვლის შემთხვევაში აუქმებს ირანისთვის დაწესებულ სანქციებს სადავო ბირთვული პროგრამის შეკვეცის სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG