Accessibility links

logo-print

სილვიო ბერლუსკონი ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა


იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი „კერძო ვიზიტით“ ჩავიდა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე. 11 სექტემბერს ბერლუსკონი შეჩერდა საკურორტო ქალაქ იალტაზე, სადაც მოგზაურობას და რამდენიმე შეხვედრის გამართვას გეგმავს. მოელიან, რომ ბერლუსკონი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპორტო ქალაქ სევასტოპოლშიც ჩავა და იტალიაში 13 სექტემბერს მოსკოვის გავლით დაბრუნდება. კრემლის ოფიციალურმა წყარომ 9 სექტემბერს არ გამორიცხა, რომ ბერლუსკონი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსაც შეხვდეს.

XS
SM
MD
LG