Accessibility links

logo-print

11 სექტემბერი 14 წლის შემდეგ


11 სექტემბერს აშშ-ში მომხდარი ტერაქტიდან 14 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით თბილისში, ლიტერატურულ კაფე „ნოველაში“, ოფიციალური მიღება გაიმართა. დიპლომატებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მეტალის ხეზე, სიმბოლურად, ლენტები შეაბეს, ამერიკის დროშის ფერებით. ღონისძიების ორგანიზატორი ამერიკის მეგობართა კლუბი იყო. ამ ჟესტით კლუბმა დაღუპულთა ოჯახებს და ამერიკელ ხალხს კიდევ ერთხელ გამოუცხადა სამძიმარი.

XS
SM
MD
LG