Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა მექაში, დიდ მეჩეთზე ამწე ონკანის დაჯახებას


საუდის არაბეთის ოფიციალური პირების განცხადებით, სულ მცირე 65 ადამიანი ემსხვერპლა და 154 დაშავდა, როცა სამშენებლო ამწე დიდ მეჩეთს შეეჯახა მუსლიმთათვის წმინდა ქალაქ მექაში. ინციდენტი მოხდა იმ ფონზე, როცა მექაში მთელი მსოფლიოდან ჩადიან მომლოცველები, ყოველწლიური დღესასწაულის, ჰაჯის აღნიშვნის მიზნით, რომელიც მიმდინარე თვეში იწყება.რეგიონის გუბერნატორმა, პრინცმა ხალედ ალ-ფაისალმა ინციდენტის გამოძიების ბრძანება გასცა.

XS
SM
MD
LG