Accessibility links

ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერად მემარცხენე კანდიდატი აირჩიეს


ბრიტანეთში ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერად აირჩიეს 66 წლის ჯერემი კორბინი, რომელიც თავს სოციალისტს უწოდებს. კორბინი აირჩიეს 12 სექტემბერს ლონდონში გამართულ ყრილობაზე. ჯერემი კორბინი სტაჟიანი პარლამენტარია და ხშირად მიუცია ხმა საკუთარი პარტიის პოზიციის წინააღმდეგ. ის მოითხოვს ეკონომიკაში მთავრობის ინვესტიციების და სოციალური ხარჯების გაზრდა, ისევე როგორც წამყვანი ეკონომიკური სექტორების ნაციონალიზაციას. მის მოთხოვნებს საბერძნეთის მმართველი „სირიზას“ პოზიციებს ადარებენ. ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კორბინის წინამორბედი, ედ მილიბენდი, წელს მაისში გადადგა ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნებში პარტიის წარუმატებლობის შემდეგ.

XS
SM
MD
LG