Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში მთავრობა გადადგა კორუფციის ბრალდებების ფონზე


ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ დააკმაყოფილა პრემიერ-მინისტრის მიმართვა მისი და მთავრობის გადადგომის შესახებ. პრეზიდენტმა მთავრობის გადადგომა მიიღო 12 ივნისს - იმავე დღეს, როცა მას შესაბამისი განცხადებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა იბრაჰიმ მეჰლებმა. მისი მთავრობა მოვალეობას შეასრულებს ახალი კაბინეტის ამუშავებამდე. 9 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა მეჰლებმა გაჯავრებულმა დატოვა ტუნისში გამართული პრეს-კონფერენცია მას შემდეგ, რაც მას დაუსვეს შეკითხვა სოფლის მეურნეობის მინისტრის კორუფციაში ბრალდების საფუძველზე დაპატიმრებასთან და შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG