Accessibility links

logo-print

რუსეთი „გარე ძალებს“ ადანაშაულებს კოსტრომაში კენჭისყრის ჩაშლის მცდელობაში


ცენტრალურ რუსეთში მდებარე კოსტრომის რეგიონში პოლიცია აცხადებს, რომ 2 მლნ რუბლი (30 ათასამდე დოლარი) აღმოუჩინა არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია რუსეთის“ ერთ-ერთ აქტივისტს. პოლიციის განცხადებით, 11 სექტემბრის საღამოს ნაპოვნი ფული კონფისცირებულია. პოლიციის ინფორმაციით, ფული უნდა გადაეხადათ ახალგაზრდა რადიკალების ჯგუფისათვის, რომელიც გეგმავს „უკანონო ქმედებებს“ კოსტრომაში 13 სექტემბრის ადგილობრივი და გუბერნატორის არჩევნების ჩასაშლელად. ხოლო რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ვლადიმირ ჩუროვის თქმით, „გარე ძალები“ არიან დაინტერესებული კოსტრომის რეგიონში არჩევნების ჩაშლით. ადგილობრივი არჩევნები რუსეთის 83 რეგიონში ჩატარდება, მაგრამ კოსტრომა არის მათ შორის ერთადერთი, სადაც ოპოზიციურ ბლოკ „პარნასს“ ეძლევა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.

XS
SM
MD
LG