Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ვერ ხედავს მინსკის შეთანხმებების ალტერნატივას


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ფიქრობს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კრიზისის მოსაგვარებლად არ არსებობს სხვა გზა, გარდა მინსკის შეთანხმებებისა. პუტინმა ეს მოსაზრება გამოთქვა 12 სექტემბერს ყირიმში, როცა იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონისთან ერთად ეწვია ქალაქ ხერსონს. რუსეთმა 2014 წლის მარტში მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის უკანონო ანექსია. პუტინის აზრით, შესაძლებელია მინსკის შეთანხმებების განსახორციელებლად განსაზღვრული ვადის გაგრძელებაზე მსჯელობა, თუმცა უკეთესი იქნება პრობლემის გეგმისამებრ, მიმდინარე წლის ბოლომდე მოგვარება. მინსკის შეთანხმებებით, უკრაინამ და მის აღმოსავლეთში მებრძოლმა სეპარატისტებმა უნდა გადადგან ნაბიჯები კონფლიქტისათვის ბოლოს მოსაღებად - სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიას გარკვეული ავტონომია მიენიჭება, ხოლო კიევი სრულად გააკონტროლებს უკრაინის საზღვრებს. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 11 სექტემბერს განაცხადა, რომ კიევი გამორიცხავს მინსკის შეთანხმებების შესასრულებლად განსაზღვრული ვადების გაგრძელებას.

XS
SM
MD
LG