Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თვითმფრინავებმა სირიაში „ჰუმანიტარული დახმარება“ ჩაიტანეს


სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, რუსეთის ორმა თვითმფრინავმა 80 ტონა ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა სირიის სანაპირო ქალაქ ლატაკიაში. ხოლო მოსკოვში თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ტვირთი მოიცავს მასალას კარვების ბანაკის შესაქმნელად და საკვებს 1000-ზე მეტი ადგილნაცვალი პირისათვის. დახმარების მიწოდებაზე ამ ცნობის ფონს ქმნის დასავლეთის შეშფოთება სირიაში რუსეთის სამხედრო გააქტიურებით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი სირიას საჰაერო გზით აწვდის იარაღს, რომლის მოსახმარებლადაც რუსი კონსულტანტები წვრთნიან სირიელ ჯარისკაცებს. ვაშინგტონი რუსეთს აფრთხილებს, რომ სირიაში მის გააქტიურებას შესაძლოა მოჰყვეს „კონფრონტაცია" აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციასთან, რომელიც ახორციელებს საჰაერო დარტყმებს სირიაში ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG