Accessibility links

logo-print

თბილისის მერის მოადგილე სიტყვით გამოვიდა 25-ე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე


ირაკლი ლექვინაძე 25-ე ეკონომიკურ ფორუმზე

ირაკლი ლექვინაძე 25-ე ეკონომიკურ ფორუმზე

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე სიტყვით გამოვიდა 25-ე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე პოლონეთის საკურორტო ქალაქ კრინიცა-ზდრუიში. ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე - ,,ეკონომიკური თანამშრომლობა და ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიაში: ოცნება თუ რეალობა?!" ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსადა ევროპის კავშირში ინტეგრირების საკითხებზე. მერის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობის აუცილებლობასადა ამ პროცესში საქართველოს როლზე. პანელის მონაწილე ექსპერტებმა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, იტალიიდან და რუსეთიდან სხვადასხვა მოსაზრებები გამოთქვეს რეგიონის განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით. 25-ე ფორუმის ფარგლებში თბილისის მერის მოადგილე და თბილისის საკრებულოს წევრები კრინიცის ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტსა და ორგანიზატორებსაც შეხვდნენ. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ შემდგომ ფორუმზე თბილისი წარმოდგენილი იქნება უფრო მასშტაბურად, ადგილობრივი პროდუქციითა და კულტურით. კრინიცის ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მისი ორგანიზატორია პოლონეთში დაფუძნებული "აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტი". წელს 25-ე საიუბილეო კონფერენციას მსოფლიოს 60 ქვეყნიდან 3 000-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა.

XS
SM
MD
LG