Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ქვეყნებში გაიმართა მიგრანტების მხარდამჭერი აქციები


ევროპის დედაქალაქებში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა აქციებზე მიგრანტების მხარდასაჭერად. გაიმართა კონტრდემონსტრაციებიც, თუმცა მათ ნაკლები მონაწილე ჰყავდა. ლონდონში ათიათასობით ადამიანმა მოუწოდა მთავრობას, მეტ ზომას მიმართოს სირიიდან ლტოლვილების დასახმარებლად. დანიის პოლიციის მონაცემებით, 30 ათასამდე დემონსტრანტი შეიკრიბა კოპენჰაგენში. მიგრანტების მხარდამჭერი გამოსვლები გაიმართა სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთი, ესპანეთში. ხოლო ვარშავიდან იუწყებიან, რომ 5000-მდე ადამიანმა მოიყარა თავი მიგრანტების მიღების საწინააღმდეგო აქციაზე. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, აქციის დროს ისმოდა ანტიისლამური ლოზუნგები. ევროპა ცდილობს გაუმკლავდეს მიგრანტების დიდ ნაკადს, რომელიც ძირითადად დასავლეთ ევროპის ქვეყნებისაკენ მიემართება. წლევანდელი მონაცემებით, 430 ათასზე მეტი მიგრანტია ჩასული ევროპის კონტინენტზე ხმელთაშუა ზღვის გავლით.

XS
SM
MD
LG