Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინიდან იუწყებიან „მნიშვნელოვან წინსვლაზე“ უკრაინაზე მოლაპარაკებისას


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, საუბრობს „მნიშვნელოვან წინსვლაზე“ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებაზე მოლაპარაკებისას. შტაინმაიერმა 12 სექტემბერს ბერლინში თავის ფრანგ, უკრაინელ და რუს კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მინისტრებმა პროგრესს მიაღწიეს „ზოგ საკვანძო საკითხთან“ მიმართებით. მანვე გამოთქვა იმედი, რომ მალე შეთანხმდებიან აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზიდან იარაღის უკან დახევაზე. ხოლო რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის თქმით, აზრთა სხვაობა რჩება მეამბოხეების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი არჩევნების ჩატარების საკითხში, თუმცა „ზოგადი შთაბეჭდილება“, ლავროვის თქმით, ისეთია, რომ შესაძლებელია აზრთა ამ სხვაობის დაძლევა. წელს თებერვალში მინსკში მიღწეული შეთანხმება ბევრჯერ იქნა დარღვეული, თუმცა 1 სექტემბრიდან მოყოლებული ზავს, ძირითადად, იცავენ. უკრაინის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის 2014 წლის აპრილში დაწყებულმა კონფლიქტმა უკვე 7900-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG