Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუნხენს უჭირს მიგრანტთა მზარდ ნაკადთან გამკლავება


გერმანიის პოლიცია აცხადებს, რომ მიუნხენი, სადაც გერმანიაში თავშესაფრის მიღების მსურველი მიგრანტების უმრავლესობა ჩადის, თავისი შესაძლებლობების ზღვარს უახლოვდება. გერმანიის პოლიციის მონაცემებით, მარტო 12 სექტემბერს მიუნხენში ჩავიდა 12 200 მიგრანტი. მათ სამი საგანგებო მატარებლით გაანაწილებენ გერმანიის სხვა რეგიონებში. ამასობაში, 12 სექტემბერს მორიგ რეკორდს მიაღწია უნგრეთში ჩასული მიგრანტების რაოდენობამ: 4000-ზე მეტი ადამიანი შევიდა სერბიიდან უნგრეთის ტერიტორიაზე. უნგრეთი უკვე ასრულებს სერბიასთან საზღვარზე ოთხი მეტრი სიმაღლის კედლის მშენებლობას და 15 სექტემბრიდან აამოქმედებს ახალ წესებს, რომლებიც უკანონოდ აცხადებს საზღვარზე გადასვლას და აჩქარებს მიგრანტებისათვის თავშესაფრის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღებას.

XS
SM
MD
LG