Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იერუსალიმში შეტაკებები მოხდა ალ აქსას მეჩეთთან


იერუსალიმში, ალ აქსას მეჩეთთან შეტაკებები მოხდა. ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეები წუხელ მეჩეთში შეიკეტნენ, რათა არ დაეშვათ მეჩეთის კომპლექსში ებრაელების მისვლა 13 სექტემბერს ებრაელთა ახალი წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით. პალესტინელი თვითმხილველები ამბობენ, რომ პოლიცია მეჩეთში შევიდა. შეტაკებები მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა და პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. დაძაბულობა გამწვავებულია მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის მინისტრმა მოშე იაალონმა აკრძალა მუსლიმების ორი ჯგუფი, რომელიც დაუპირისპირდა ალ აქსას მეჩეთის კომპლექსში მისულ ებრაელ ვიზიტორებს. მუსლიმ მლოცველებთან კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ებრაელებს არა აქვთ უფლება, ილოცონ ან ეროვნული სიმბოლოები აღმართონ ამ ადგილას, რომელსაც „ტაძრის მთად“ მიიჩნევენ. ალ აქსას მეჩეთი - ნაწილი კომპლექსისა, რომელიც წმინდაა ებრაელებისთვისაც და მუსლიმებისათვისაც - ისლამის მიმდევრებისათვის მესამე წმინდა ადგილია მექის და მედინის შემდეგ.

XS
SM
MD
LG