Accessibility links

რუსეთში ადგილობრივი არჩევნები იმართება


რუსეთში იმართება ადგილობრივი არჩევნები, ირჩევენ რეგიონების მმართველებსაც. ლიბერალური ოპოზიციის წარმომადგენლებს თითქმის არსად არ მისცემიათ კანდიდატების წარდგენის უფლება და მოსალოდნელია კერმლის მომხრე კანდიდატების გამარჯვება. 13 სექტემბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 59 მილიონამდე ადამიანს - მოსახლეობის თითქმის ნახევარს. უნდა გაირკვეს, ვინ დაიკავებს 90 000-ზე მეტ ადგილს საკრებულოებში და 1300 -მდე პოსტს აღმასრულებელ ორგანოებში, 21 გუბერნატორის და ასობით მერის ჩათვლით. საარჩევნო კომისიებმა არ მისცეს არჩევნებში ჩართვის უფლება ოპოზიციონერ კანდიდატებს კალუგის, მაგადანის, ნოვოსიბირსკის ოლქებში. ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. ოპოზიციის კანდიდატები წარმოდგენილი არიან მხოლოდ კოსტრომის ოლქში. რუსეთში დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციის, არჩევნების მეთვალყურე „გოლოსის“ ინფორმაციით, მას აღრიცხული აქვს არჩევნების გაყალბების 700-ზე მეტი სავარაუდო შემთხვევა.

XS
SM
MD
LG