კიშინიოვში 20 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს დემონსტრაციაში პრეზიდენტ ნიკოლაე ტიმოფტისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. პროტესტის მიზეზია საბანკო სკანდალი, რომელიც მილიარდამდე დოლარის გაუჩინარებას მოჰყვა. დემონსტრანტები ასევე მოითხოვენ მარტში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. აქციის ორგანიზატორმა, "ღირსებისა და სიმართლის სამოქალაქო მოძრაობამ" 6 სექტემბერსაც გამართა დემონსტრაცია, რომელზეც ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. მთელი კვირაა, ასობით აქტივისტი რჩება კიშინიოვის ცენტრალურ მოედანზე აღმართულ კარვებში და არ აპირებს დაშლას მათი მოთხოვნების შესრულებამდე.
ყველაზე პოპულარული
1