Accessibility links

logo-print

ლავროვი: რუსეთი გააგრძელებს სირიისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი გააგრძელებს სირიისათვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას. ლავროვმა 13 სექტემბერს რუსეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში თქვა, რომ დამასკთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის მიზანია ტერორიზმისათვის წინააღმდეგობის გაწევის მხარდაჭერა. ვაშინგტონი რუსეთს აფრთხილებს, რომ სირიაში მის სამხედრო გააქტიურებას შესაძლოა მოჰყვეს „კონფრონტაცია“ აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციასთან, რომელიც ახორციელებს საჰაერო დარტყმებს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 11 სექტემბერს განაცხადა, რომ „მარცხისთვის არის განწირული“ რუსეთის მხარდაჭერა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მიმართ.

XS
SM
MD
LG