Accessibility links

გერმანია დროებით დააწესებს კონტროლს ავსტრიასთან საზღვარზე


გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი თომას დე მეზიე აცხადებს, რომ გერმანია დროებით დააწესებს კონტროლს ავსტრიასთან საზღვარზე. დე მეზიეს 13 სექტემბრის განცხადებით, მიზანია გერმანიაში მიმავალი მიგრანტების ნაკადის შეზღუდვა და კანონით გათვალისწინებული პროცედურების აღდგენა ქვეყნის ტერიტორიაზე მიგრანტების შესვლისას. მას არ უსაუბრია დეტალებზე, თუ როგორ განხორციელდება საზღვრების კონტროლი. მარტო 12 სექტემბერს მიუნხენში ჩავიდა 13 015 მიგრანტი. მიმდინარე წელს გერმანიაში სულ 800 ათასამდე მიგრანტს მოელიან.

XS
SM
MD
LG