Accessibility links

თბილისშიც მოეწყობა ყურძნის სარეალიზაციო პუნქტები


“რთველი 2015”-ის ფარგლებში, ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, რეგიონების პარალელურად, თბილისშიც მოეწყობა სპეციალური სარეალიზაციო პუნქტები. როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, თბილისის მერიის მხარდაჭერით, ქალაქის მასშტაბით ყურძნის სარეალიზაციოდ 15 ადგილი განისაზღვრა. ამ ეტაპისთვის გამოყოფილია ექვსი ძირითადი ტერიტორია, ხოლო საჭიროებიდან გამომდინარე, ცხრა სარეალიზაციო პუნქტი დაემატება. თბილისსა და რეგიონებში სპეციალურად მოწყობილ ადგილებში მევენახეები ყურძნის რეალიზებას გადასახადის გარეშე შეძლებენ.

XS
SM
MD
LG