Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იწყება ვაკანსიების კვირეულზე რეგისტრაცია


დღეს დაიწყო ვაკანსიების კვირეულზე რეგისტრაცია. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, 22 სექტემბრიდან ვაკანსიების კვირეული გაიმართება. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაესაუბრონ პოტენციურ დამსაქმებლებს კონკრეტულ ვაკანსიასთან დაკავშირებით. კვირეული თბილისსა და თელავში ჩატარდება. მასში მონაწილეობის მისაღებად სამუშაოს მაძიებლები, პირველ რიგში რეგისტრირებული უნდა იყვნენ დასაქმების პორტალზე - worknet.gov.ge. ვაკანსიების კვირეულისათვის სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პორტალს - worknet.gov.ge-ს უკვე აქვს 500-მდე ვაკანსია თბილისსა და კახეთში 170-მდე კომპანიიდან. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ვაკანსიების მოძიების პროცესი გრძელდება და უახლოესი კვირის განმავლობაში მას სავარაუდოდ კიდევ ახალი ვაკანსიები დაემატება.

XS
SM
MD
LG