Accessibility links

logo-print

ეგვიპტის უსაფრთხოების ძალებმა შეცდომით მოკლეს ტურისტები მექსიკიდან


ეგვიპტის უსაფრთხოების ძალებმა შეცდომით მოკლეს 12 ადამიანი, რომელთა შორისაც იყვნენ ტურისტები მექსიკიდან. სამართალდამცავებს ისინი უდაბნოს დასავლეთ ნაწილში, ლიბიის საზღვართან მოქმედი რადიკალი ისლამისტების ჯგუფის წევრები ეგონათ. ამას გარდა, ეგვიპტის შსს-ს ინფორმაციით, სულ მცირე ათი ადამიანია დაჭრილი. დაჭრილთა შორის არიან, როგორც ეგვიპტის, ისე მექსიკის მოქალაქეები. ინციდენტი მოხდა იმ დროს, როდესაც მექსიკელი ტურისტების ოთხი ავტომობილი ე.წ. „აკრძალულ“ ზონაში შევიდა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ამ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა განაცხადეს, რომ მათი მებრძოლები უდაბნოს დასავლეთ ნაწილში იმყოფებიან. ეს რეგიონი ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს, თუმცა უკანასკნელ პერიოდში ის რადიკალი ისლამისტების ერთ-ერთ ბაზად ჩამოყალიბდა.

XS
SM
MD
LG