Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიშინიოვში ასობით კარავი გაშალეს აქციის მონაწილეებმა


კვირას კიშინიოვში გაიმართა მორიგი საპროტესტო აქცია, რომელშიც ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მონაწილეობა მიიღო 20 ათასამდე ადამიანმა. საპროტესტო აქციის ორგანიზატორების მიერ მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „ეს უკვე ზღვარია“ და საზოგადოებას საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებენ. კიშინიოვის მთავარ მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გაშალეს რამდენიმე ასეული კარავი. თითოეულ მათგანს ნომერი აქვს მინიჭებული. იქ იმყოფებიან როგორც ახალგაზრდა, ისე ხანშიშესული ადამიანები. კვირას მიღებული რეზოლუციის მოთხოვნაა, ისევე როგორც 6 სექტემბერს მიღებული რეზოლუციისა, გადადგეს მთავრობა. გარდა ამისა, დიდი ნაციონალური შეკრების საბჭოს წევრებმა, რომლებიც საპროტესტო აქციების ორგანიზატორები არიან, უნდა მოამზადონ პროექტი სახელწოდებით სახალხო ნდობის ხელისუფლება, რათა მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. კიშინიოვის მთავარ მოედანზე შეკრებილები იმედოვნებენ, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება. აქციამ ექსცესების გარეშე ჩაიარა.

XS
SM
MD
LG