Accessibility links

logo-print

მრავალი დარღვევა აღირიცხა რუსეთში ჩატარებულ არჩევნებზე


ვრცელდება ცნობები მრავალ დარღვევაზე რუსეთში ჩატარებულ ადგილობრივ და რეგიონულ არჩევნებზე. 13 სექტემბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლო 59 მილიონ მოქალაქეს - მოსახლეობის თითქმის ნახევარს. როგორც მოელოდნენ, არჩევნებში დომინანტური ძალა იქნებოდნენ კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები. რუსეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „გოლოსი“, რომელიც არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკვირდება, აცხადებს, რომ აღრიცხა 1700-ზე მეტი სავარაუდო დარღვევა, მათ შორის 800-ზე მეტი საკუთრივ კენჭისყრის დღეს. სავარაუდო დარღვევების ყველაზე დიდი რაოდენობა აღირიცხა კოსტრომის რეგიონში - ერთადერთ ადგილას, სადაც მთავარმა ოპოზიციურმა დემოკრატიულმა კოალიციამ ბიულეტენზე ადგილის მოპოვება შესძლო. სხვა რეგიონების არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატები დისკვალიფიცირებული იყვნენ, რასაც ოპოზიცია პოლიტიკურად მოტივირებულ ნაბიჯს უწოდებს. შედეგები ოფიციალურად 14 სექტემბერს უნდა გამოცხადდეს.

XS
SM
MD
LG