Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს წარმომადგენელი მოლდავეთს მოუწოდებს გაითვალისწინოს დემონსტრანტთა მოთხოვნები


ადამიანის უფლებების სფეროში გაეროს მთავარი წარმომადგენელი მოლდავეთის ხელისუფლებას მოუწოდებს გაითვალისწინოს ასობით დემონსტრანტის მოთხოვნები და დასძენს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს საზოგადოების პოლარიზაცია. ზეიდ რაად ალ-ჰუსეინი ამ განცხადებით 14 სექტემბერს გამოვიდა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომაზე.მოლდავეთის დედაქალაქში მიმდინარე აქციებზე დემონსტრანტები მოითხოვენ მოლდავეთის სამი ბანკიდან 1,5 მილიარდი დოლარის გაქრობის გამოძიებას. კიშინიოვში 13 სექტემბერს 20,000-მდე დემონსტრანტმა მოითხოვა პრეზიდენტის, გენერალური პროკურორის, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის და სხვა ოფიციალური პირების გადადგომა. კრიზისის განმუხტვის მიზნით, პრემიერ-მინისტრმა ვალერიუ სტრელეტმა 11 სექტემბერს განაცხადა, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლააო. ანტი-სამთავრობო გამოსვლები 6 სექტემბერს დაიწყო, როცა მოედანზე ათი ათასობით მოქალაქემ მოიყარა თავი. რამდენიმე ასეული დემონსტრანტი კვლავ ადგილზე რჩება, კარვების ქალაქში.

XS
SM
MD
LG