Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები ლტოლვილთა კრიზისზე მართავენ შეხვედრას


ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები სასწრაფო შეხვედრას მართავენ ევროპაში ლტოლვილების კრიზისთან დაკავშირებით - მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე გერმანიამ ავსტრიის საზღვარზე შემოწმება აღადგინა, ლტოლვილების ნაკადთან გამკლავების მიზნით. მინისტრები ცდილობენ შეამცირონ აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაინაწილოს ევროკავშირმა პასუხისმგებლობა ათასობით მიგრანტზე, რომელიც ევროკავშირში ყოველდღიურად ჩადის და როგორ შეუმსუბუქდეთ სირთულეები მიმღებ ქვეყნებს - იტალიას, საბერძნეთს და უნგრეთს. ბრიუსელში მიმდინარე მოლაპარაკებაზე განიხილავენ ევროკომისიის წინადადებას ამჟამად იტალიაში, საბერძნეთში და უნგრეთში მყოფი 160,000 ლტოლვილის მთელი ევროკავშირის მასშტაბით განსახლების თაობაზე. მიმდინარე წელს 500,000-მდე ლტოლვილის და მიგრანტის ჩამოსვლა ევროკავშირისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და მან სწრაფად ვერ შესძლო რეაგირება. შეხვედრამდე უნგრეთის პოლიციამ განაცხადა, რომ მხოლოდ 13 სექტემბრის შემდეგ უნგრეთში მიგრანტთა სარეკორდო რაოდენობა, 5809 ადამიანი შევიდა. უნგრეთში 15 სექტემბრიდან ამოქმედდება ახალი კანონი, რომლის თანახმად ამ ქვეყანაში უკანონო შესვლა შესაძლოა თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს. სლოვაკეთმა 14 სექტემბერს განაცხადა, რომ კრიზისის გამო უნგრეთთან და ავსტრიასთან საზღვრებზე შემოწმება განაახლა.

XS
SM
MD
LG