Accessibility links

logo-print

მევენახეთა აქციაზე დეპუტატს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს


დღეს ყურძენზე ფასის მომატების მოთხოვნით საპროტესო აქცია კვლავ გამართეს მევენახეებმა და გურჯაანი-თელავის დამაკავშირებელი გზაც გადაკეტეს. პოლიციამ მალევე გაანთავისუფლა გზა. მანამდე კი გურჯაანში მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ღვინიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ძალადობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას მოჰყვა, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა ადგილზე ჩასვლა და "პროვოკატორების მოშორება." დეპუტატი ღვინიაშვილი აცხადებს, რომ ადამიანი, რომელმაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მისი მიმართულებით პოლიციელთა ჯგუფიდან წავიდა. აღნიშნული პირი დაკავებულია.

XS
SM
MD
LG