Accessibility links

logo-print

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება სამი დღით დაკეტავს „საზღვარს“


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება სამი დღით დაკეტავს დანარჩენ საქართველოსთან საზღვარს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, „საზღვარი“ 19-დან 22 სექტემბრამდე ჩაიკეტება. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი მიზეზად იმას ასახელებს, რომ დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავის აღნიშვნის გამო უსაფრთხოების ზომები უნდა გაძლიერდეს. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. დამოუკიდებლობის დღეს 20 სექტემბერს აღნიშნავენ.

XS
SM
MD
LG