Accessibility links

თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სირიის მიმართულებით სამხედრო თვითმფრინავების გასაგზავნად რუსეთმა შესაძლოა, საქართველოს საჰაერო სივრცით ისარგებლოს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთის გადასაზიდად რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის არ მიუმართავს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. „მომართვის შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიცია რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების ფრენასთან, ან სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთის საჰაერო გადაზიდვასთან დაკავშირებით, იქნება უარყოფითი", - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

XS
SM
MD
LG