Accessibility links

პუტინი ამართლებს სირიაში რუსეთის მოქმედებას


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის აზრით, შეუძლებელია ექსტრემისტების გაერთიანება ისლამური სახელმწიფოს დამარცხება სირიის მთავრობასთან თანამშრომლობის გარეშე. პუტინმა ეს განცხადება გააკეთა 15 სექტემბერს ტაჯიკეთში ვიზიტისას. „ჩვენ მხარს ვუჭერთ სირიის მთავრობას ტერორისტულ აგრესიასთან დაპირისპირებაში. ვუწევთ და გავუწევთ მას აუცილებელ სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას“, განაცხადა პუტინმა. მან უარყო ბრალდება, რომ ასადის მიმართ მოსკოვის დახმარებას მოჰყვა ლტოლვილების ნაკადი. პუტინის თქმით, ასადის რეჟიმის მიმართ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე კიდევ უფრო დიდი იქნებოდა სირიიდან ემიგრაციის მსურველთა რიცხვი. პუტინის განცხადებების ფონს ქმნის ინფორმაცია სირიაში რუსი სამხედროების რიცხვის მატებაზე.

XS
SM
MD
LG