Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთმა კორეამ კვლავ აამუშავა ატომური იარაღის საწვავის საწარმოები


ჩრდილოეთი კორეა აცხადებს, რომ კვლავ აამუშავა ატომური ბომბის საწვავის საწარმოები. ინფორმაციით, რომელიც 15 სექტემბერს გაავრცელა სახელმწიფო მედიამ, პლუტონიუმის და მაღალგამდიდრებული ურანის საწარმოები მთავარ, ნიონგბიონის ბირთვულ კომპლექსში კვლავ მოქმედებს. ამ ინფორმაციის გავრცელებამდე ერთი დღით ადრე ფხენიანი რაკეტების გაშვებით დაიმუქრა. ის, მისივე განცხადებით, მზად არის გაუშვას „სატელიტები“ გრძელ რადიუსში მოქმედი რაკეტებით, რომლებსაც დასავლეთში მიიჩნევენ აკრძალულ რაკეტებად, რადგან ისინი, სავარაუდოდ, ატომური ბომბების დაშენის საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ტერიტორიას. ჩრდილოეთ კორეის განმარტებით, რაკეტების გაშვებით აღინიშნება კომუნისტური პარტიის იუბილე მომავალ თვეში. ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამას დასავლეთში მიიჩნევს საფრთხედ მთელი მსოფლიოსთვის.

XS
SM
MD
LG