Accessibility links

logo-print

თათარ აქტივისტს პატიმრობა მიუსაჯეს ყირიმის საკითხში კრიტიკული პოზიციისათვის


რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკაში სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს თათართა საზოგადოებრივი ცენტრის თავმჯდომარეს, რაფის კაშაპოვს. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო სეპარატიზმისაკენ მოწოდებასა და ეთნიკური სიძულვილის გაღვივებაში. კაშაპოვმა შარშან ინტერნეტში გამოაქვეყნა რამდენიმე სტატია, რომლებშიც მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და მის როლს აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში. თათარი აქტივისტი 28 დეკემბერს დააკავეს, თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ. კაშაპოვი თავს უდნაშაულოდ მიიჩნევს, ხოლო თავის სამართლებრივ დევნას - პოლიტიკურად მოტივირებულად.

XS
SM
MD
LG