Accessibility links

logo-print

ბელორუსი ოპოზიციონერი ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნდა


ბელორუსი ოპოზიციონერი აქტივისტი ვიაჩესლავ სიუჩიკი, რომელიც თითქმის ხუთი წელი აფარებდა თავს უკრაინას, სამშობლოში დაბრუნდა. სიუჩიკის ახლობლები მას 15 სექტემბერს დახვდნენ მინსკის რკინიგზის სადგურზე. როგორც ჩვენს რადიოს უთხრა ოპოზიციონერმა აქტივისტმა, ემიგრაციიდან მისი დაბრუნება უკავშირდება ბელორუსიაში 11 ოქტომბრის საპეზიდენტო არჩევნებს და აუცილებლობას, რომ ბელორუსიის ოპოზიციამ იმოქმედოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით გამოწვეულ ახალ პოლიტიკურ ვითარებაში. სიუჩიკმა ბელორუსია დატოვა 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის დევნის ფონზე. ის აქტიურად მონაწილეობდა კიევში ევროპული ინტეგრაციის მომხრეთა აქციებში. გასულ კვირაში, ბელორუსიის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ალეს მიხალევიჩიც დაბრუნდა სამშობლოში რამდენიმე წელი ჩეხეთის რესპუბლიკაში ემიგრაციის შემდეგ.

XS
SM
MD
LG